logo
ENG



ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "შეჭრას" არ უწოდებს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

24 თებ 202216:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/ykdkznm8el0hbjy.png
Reuters

ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "შეჭრას" არ უწოდებს და კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ჩინეთმა თავის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროებისას მათ უნდა გამოფინონ ჩინეთის დროშა, იმ შემთხვევისთვის თუ სადმე გადაადგილება დასჭირდებათ.

"ჩინეთი ახლოდან აკვირდება უახლეს სიტუაციას. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ რომ შეიკავონ თავი და სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლა თავიდან აირიდონ" - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა.

საგარეო სამინისტროს პრესსპიკერს დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა რუსეთის ქმედებების შეფასება სთხოვეს. მან კი უპასუხა, რომ არ აპირებს დასკვნების წინასწარ გაკეთებას.

„ალბათ, ესაა განსხვავება ჩინეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ დასკვნები წინასწარ არ გამოგვაქვს.“ - განაცხადა მან.


close დახურვა